პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და განრიგი. გვესაუბრა პროექტებით სწავლებაზე. გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსის ელექტრონული სახელმძღვანელო ინტერნეტში. მოვისმინე, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და იზრდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ჩამოვტვირთეთ და გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ტრენერის ინსტრუქციით შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები, როგორც კომპიუტერში, ასევე "google drive" -ში. გავეცანით რესურსების ჩანართს და პროექტების ნიმუშებს.
Комментарии
Отправить комментарий