მეშვიდე დღის რეფლექსია

     მეშვიდე დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი არის. გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნასრომებისა და შეფასების  მეთოდს. ვნახე ჩემი კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.  მოვიმინე ტრენერის ლექცია თემაზე  ,,სწავლის სტილი და მრავალხრივი ინტელექტი". შევავსეთ კითხვარი  დიფერენცირებულ  სწავლებაზე. განვიხილეთ მასალები  რესურსებიდან ,,დიფერენციაცია". ამ ტრენინგ დღიდან გავიგე, რომ მასწავლებლის მიზანია, ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს, სრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი. მოსწავლეები შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. ყველა მოსწავლე უნდა ჩავრთო სასწავლო პროცესში, მათი შესაძლებლობების მიუხედავად. როდესაც კლასში მოსწავლეთა საჭიროებები გათვალისწინებული მაქვს, შედეგებიც უკეთესია. ყველა მოსწავლეს სჭირდება მისი საჭიროებების გათვალისწინება და ინდივიდუალური მხარდაჭერა. მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, სადაც თავიანთ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს დაეყრდნობიან ახალი ცოდნის მისაღებად.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია