Сообщения

Сообщения за июнь, 2018

პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიო .

მეცხრე დღის რეფლექსია

 ტრენინგის მეცხრე დღე საინტერესო იყო. ბევრად უკეთესი ჩემთვის. შევაჯამე ყველა ის  ნასწავლი  მასალა, რომელსაც გავეცანი ცხრა დღის განმავლობაში. ჩემ მიერ შედგენილი პორტფოილიო განვათავსე ბლოგზე.   ვფიქრობ, ჩემი მუშაობა ტრენინგის მსვლელობასი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვენელოს, ვისწავლე მასში მუშაობა. გავეცანი ჩემი კოლეგების ნამუშევრებს.

მეშვიდე დღის რეფლექსია

     მეშვიდე დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი არის. გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნასრომებისა და შეფასების  მეთოდს. ვნახე ჩემი კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.  მოვიმინე ტრენერის ლექცია თემაზე  ,,სწავლის სტილი და მრავალხრივი ინტელექტი". შევავსეთ კითხვარი  დიფერენცირებულ  სწავლებაზე. განვიხილეთ მასალები  რესურსებიდან ,,დიფერენციაცია". ამ ტრენინგ დღიდან გავიგე, რომ მასწავლებლის მიზანია, ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს, სრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი. მოსწავლეები შესაძლებლობების გარდა, განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. ყველა მოსწავლე უნდა ჩავრთო სასწავლო პროცესში, მათი შესაძლებლობების მიუხედავად. როდესაც კლასში მოსწავლეთა საჭიროებები გათვალისწინებული მაქვს, შედეგებიც უკეთესია. ყველა მოსწავლეს სჭირდება მისი საჭიროებების გათვალისწინება და ინდივიდუალური მხარდაჭერა. მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, სადაც თავიანთ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს დაეყრდნობიან ახალი ცოდნის მისაღებად.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით პროექტის პრეზენტაციის დასრულებასა და ბლოგზე ატვირთვას,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევას,ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის,ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებას,ინტერნეტ თანამშრობლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებას.ეს ტრენინგი ნამდვილად ბევრის მომცემია ჩემთვის.კიდევ ვისურვებდი იგივე ტრენერის ტრენინგების მოსმენას.

პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით შეფსების მეთოდებს და სტრატეგიებს. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრებლი შეფასების ფორმები: შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. სწავლების შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის.      გავეცანით პროექტის შეფასების მიზნებს:     განმავითარებელი შეფასებები შეფასების მიზანი: მოსწავლეთა საჭიროებების შფასება; თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; პროგრესის მონიტორინგი; ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა   განსაზღვრელი შეფასება შეფასების მიზანი: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სწადარტთან შესაბამისობით

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს,სხვადასხვა პროექტის ნიმუშებს. შევისწავლეთ მეორე მოდული,სასწავლო  პროექტის დაგეგმვა,სტანდარტების  განსაზღვრა პროექტისათვის,მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისათვის ,გავეცანი  ოცდამეერთე საუკუნის უნარებს,სასწავლო მიზნების შემუშავებას მეორე მოდულის მიხედვით. 1. მიზნები უნდა აღწერდეს,  თუ რა გსურთ, რომ მოსწავლეებმა გაიგონ და გამოიყენონ. 2. მიზნები უნდა მოიაზრებოდეს მოსწავლის მიერ საკითხის არსის წდომას. 3.თემაზე მუშაობის განმავლობაში, მიზნენი უნდა იძლეოდეს დაკვირვებისა და შეფასების საშუალებას.  .

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

       ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალების გახსნებით. ტრენერმა გაგვაცნო მეორე დღის მიზნები. კიდევ ერთხელ გავეცანით პრექტის მოთხოვნებს. გავეცანით, პროექტზე დფუძნებულ მიდგომებს, ეფექტური პროექტების შექმნისთვის საჭირო აქტივობებს, პროექტის მახასიათებლებს, ბუკლეტის მნიშვნელობას და "გამოცემის მომზადების ჩეკლისტს".  დავათვალიერე სხვადასხვა პროექტებისთვის მომზადებული ბუკლეტის, პუბლიკაციების ნიმუშები და შაბლონები. შაბლონის მეშვეობით შევქმენი ბუკლეტი ჩემი პრეოქტისთვის, ტრენინგის მომდევნო დღეებში მოვახდენ მის რედაქტირებას. 

პირველი დღის რეფლექსია

        ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და განრიგი. გვესაუბრა პროექტებით სწავლებაზე. გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსის ელექტრონული სახელმძღვანელო ინტერნეტში. მოვისმინე, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და იზრდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ჩამოვტვირთეთ და გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ტრენერის ინსტრუქციით შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები, როგორც კომპიუტერში, ასევე  "google drive" -ში. გავეცანით რესურსების ჩანართს და პროექტების ნიმუშებს.